Featured

ლუკა მახარებელი, როგორც კი შეიტყობს პავლე მოციქულის დაპატიმრების შესახებ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად საიდუმლოდ მიდის რომში, რათა ჩაიწეროს პავლეს მიერ წარმოთქმული უკანასკნელი ქადაგებები.

ფილმი მეორე მსოფლიო ომის შესახებაა გადაღებული. სიუჟეტი ომის გმირ დესმონდ დოსზე გვიყვება. ის მორწმუნე ადვენტისტია და უარს ამბობს იარაღის ტარებასა და ადამიანების მოკვლაზე, რადგან თვლის რომ ეს მის რწმენას ეწინააღმდეგება.

პილატე პონტოელი გზავნის რომაელ სამხედრო ტრიბუნს, კლავიუსს, იესოსთან დაკავშირებული საიდუმლოების გამოსაძიებლად. პილატე მას იესოს სხეულის მოძებნას ავალებს. კლავიუსს თან ახლავს თავისი დამხმარე ლუციუსი. მესიის აღდგომასთან დაკავშირებული ხმების გაქარწყლებით დაკავებული კლავიუსი იძულებული ხდება, ეჭვქვეშ დააყენოს საკუთარი სულიერება და რწმენა. ეს მოგზაურობა მას ისეთი ადგილებისკენ მიუძღვის, რომლებიც მას არც კი დასიზმრებია და საბოლოოდ, ის პოულობს ჭეშმარიტებას, რომელსაც ეძებდა.

ყველაზე ცნობილი ეკრანიზაცია იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ. ფილმი გადაღებულია ლუკას სახარების მიხედვით, მასში თანმიმდევრულად არის აღწერილი იესო ქრისტეს ცხოვრება, ჯვარცმა და აღდგომა.

Showing all 4 results