Featured

ფილმი მოიცავს ჯონ სმიტის ისტორიას. იგი სენტ-ლუისის ტბაში დაიხრჩო და თითქმის ერთი საათის განმავლობაში მკვდარი იყო. იმდროინდელი ჩანაწერების მიხედვით, რეანიმაციული ღონისძიებები 27 წუთის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა უშედეგოდ; მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც დედამისმა მასზე ლოცვა დაიწყო.

ფილმი მეორე მსოფლიო ომის შესახებაა გადაღებული. სიუჟეტი ომის გმირ დესმონდ დოსზე გვიყვება. ის მორწმუნე ადვენტისტია და უარს ამბობს იარაღის ტარებასა და ადამიანების მოკვლაზე, რადგან თვლის რომ ეს მის რწმენას ეწინააღმდეგება.

Featured

სკოლის მასწავლებელს გაკვეთილის დროს უსვამენ კითხვას იესო ქრისტეს შესახებ. მისი დასაბუთებული პასუხი კი დიდ პრობლემებს უქმნის მას, რის გამოც, შეიძლება მან სამსახური დაკარგოს. არის კი მზად ის, რომ იესოს გამო ყველაფერი გასწიროს?

პილატე პონტოელი გზავნის რომაელ სამხედრო ტრიბუნს, კლავიუსს, იესოსთან დაკავშირებული საიდუმლოების გამოსაძიებლად. პილატე მას იესოს სხეულის მოძებნას ავალებს. კლავიუსს თან ახლავს თავისი დამხმარე ლუციუსი. მესიის აღდგომასთან დაკავშირებული ხმების გაქარწყლებით დაკავებული კლავიუსი იძულებული ხდება, ეჭვქვეშ დააყენოს საკუთარი სულიერება და რწმენა. ეს მოგზაურობა მას ისეთი ადგილებისკენ მიუძღვის, რომლებიც მას არც კი დასიზმრებია და საბოლოოდ, ის პოულობს ჭეშმარიტებას, რომელსაც ეძებდა.

Featured

ტონი და ელიზაბეტ ჯორდანი საშუალო კლასის წყვილია. ერთი შეხედვით, მათ იდეალური ოჯახი აქვთ, მაგრამ შესახედაობა მატყუარაა. მათი ქორწინება ომის ზონას ჰგავს…

Featured

ფილმის სიუჟეტი გადმოგვცემს კამათს მორწმუნე სტუდენტსა და ფილოსოფიის კურსის ათეისტ ლექტორს შორის თემაზე: არსებობს თუ არა ღმერთი? ჯოში, მორწმუნე სტუდენტი, დგება რთული არჩევანის წინაშე, მიიღოს ლექტორის წინადადება და წყნარად განაგრძოს სწავლა, თუ რისკის ქვეშ დააყენოს მთელი თავისი აკადემიური კარიერა.

Featured

ახალგაზრდები — სტივი, კერი, კუპერი და "ტეტრისა" მიემგზავრებიან შაბათ-კვირის გასატარებლად. მათ ხელმძღვანელობს ეკლესიის ახალგაზრდული ჯგუფის ხელმძღვანელი სტიუარტი და მისი მეუღლე ბეთი. მათ უერთდება ეშლიც, რომელიც მატერიალისტი და გულჩათხრობილია და ჯგუფის წევრებისადმი თავისი ცუდი დამოკიდებულების გამო მათგან განცალკევებულია. ეშლისა და კერის შორის უთანხმოება იჩენს თავს, რაც თანდათან ძლიერდება. პრობლემის მოგვარების იმედით სტიუარტი ჯგუფის წევრებს უამბობს გულისშემძვრელ ძველაღთქმისეულ ისტორიას წინასწარმეტყველ ოსიას და მისი ნამდვილი ერთგულებისა და უპირობო სიყვარულის მაგალითის შესახებ.

მაკდონალდმა თავისი პატარა ბიჭუნა უბედური შემთხვევის დროს დაკარგა, 17 წლის შემდეგაც მას სიმწარე და ტკივილი არ ტოვებს, ის ყველაფერზე გაბრაზებულია, მათ შორის ღმერთზეც. ხოლო ეს საკითხი უფრო გამწვავდა როდესაც მაკის პარტნიორი გახდა სემ რაითი, რომელიც როგორც აღმოჩნდა ამავდროულად პასტორიც არის.

ფილმში უკიდურესი სისასტიკითაა აღწერილი მაცხოვრის მიერ ჯვარცმამდე გატარებული ბოლო თორმეტი საათი. ეს არის ქრისტეს ცხოვრების ასახვის კიდევ ერთი მცდელობა, ამჯერად მელ გიბსონისეული ვარიანტი. ფილმი თავისი წინამორბედებისგან სიუჟეტის სიმძაფრით და ორიგინალურობით გამოირჩევა.

ყველაზე ცნობილი ეკრანიზაცია იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ. ფილმი გადაღებულია ლუკას სახარების მიხედვით, მასში თანმიმდევრულად არის აღწერილი იესო ქრისტეს ცხოვრება, ჯვარცმა და აღდგომა.

Showing all 10 results