საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები აცხადებდნენ, რომ იესო ღვთის ძეა. ეს გაბედული განცხადებაა და თანაც ისეთი, რომელიც კითხვებს იწვევს ადამიანებში. როდის დაიწყო ეს ყოველივე? რას ნიშნავს ტერმინი „ღვთის ძე“? თავად იესო რას ამბობდა ამის შესახებ? თურქეთსა და გაერთიანებულ სამეფოში გადაღებულ ამ ფილმში ლუკ ვოლდოკი სვამს კითხვებს და წარმოგვიდგენს პასუხებს ამ კითხვებზე. ეს დოკუმენტური ფილმი გთავაზობთ მოგზაურობას იმის აღმოსაჩენად, თუ როდის, სად და როგორ წარმოიშვა ეს ქრისტიანული რწმენა.

წინასწარმეტყველური დოკუმენტური ფილმი იერუსალიმის და ბოლო დროის შესახებ.

სიკვდილი ყველასთან მოდის, მაგრამ როცა ის თქვენთან ან თქვენს ახლობელ ადამიანებთან მოვა, მზად იქნებით? გაქვთ ზეცაში მოხვედრის იმედი? უყურეთ ორი ადამიანის ნამდვილ ისტორიას, რომლებიც სიკვდილის პირისპირ იდგნენ და მოისმინეთ ბილი გრემისგან იმის შესახებ, რა ხდება მაშინ, როცა სიცოცხლე მთავრდება.

History Channel–ის დოკუმენტური ფილმების სერიათა ციკლის Lost Worlds–ის მეშვიდე სერია: იესოს იერუსალიმი. იერუსალიმი – ადგილი, სადაც ისტორიაში ქრისტიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა. ბიბლიის მიხედვით, ეს არის ქალაქი, სადაც იესო ცხოვრობდა თავისი მიწიერი სიცოცხლის ბოლო დღეებში და ჯვარცმულ იქნა. 2000 წლის განმავლობაში ქალაქი შეიცვალა და მხოლოდ ფრაგმენტები და ნანგრევები დარჩა იმ შენობებისა, რასაც იესო უყურებდა. ამ დოკუმენტურ ფილმში არის მცდელობა იმისა, რომ 3D მოდელირების საშუალებით აღდგენილ იქნეს 2000 წლის წინანდელი ადგილები, სადაც იესო დადიოდა, ხალხს კურნავდა, ასწავლიდა და ლოცულობდა.

Showing all 4 results